თეა წულუკიანი: მე არ მგონია, რომ უმრავლესობაში არსებობენ მხარეები

არ შემხვედრია უმრავლესობაში დეპუტატი, რომელიც არ აფიქსირებს ერთი და იმავე აზრს და ეს აზრი არის ერთსულოვანი, რომ კრიტერიუმებზე შეთანხმება უნდა მოხდეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოსამართლეების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
თეა წულუკიანის თქმით, უმრავლესობაში არ არსებობენ მხარეები.
„მე არ მგონია, რომ უმრავლესობაში არსებობენ მხარეები. უმრავლესობაში, მე ვიცი, ერთი პოზიციაა, რომელიც არის როგორც ქალბატონი ეკას პოზიცია, ასევე ბატონი ირაკლის, ასევე ყველა იმ დეპუტატის, რომელიც მედიაში ამ საკითხზე კომენტარები არ გაუკეთებია, მაგრამ მე მათთან მქონდა კოლეგიალური საუბარი და რეალურად, არ შემხვედრია უმრავლესობაში დეპუტატი, რომელიც არ აფიქსირებს ერთი და იმავე აზრს და ეს აზრი არის ერთსულოვანი, რომ კრიტერიუმებზე შეთანხმება უნდა მოხდეს, რომ სიას ვერ ეყრებოდა კენჭი, იმიტომ რომ ის იყო ნაჩქარევად შედგენილი და რომ პროცესი უნდა გადასულიყო პოზიტიურ, ჯანსაღ და გამჭვირვალე ფაზაში,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები