თეა წულუკიანი: მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები მშვიდ გარემოში უნდა მოხდეს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები მშვიდ გარემოში უნდა მოხდეს. მისივე თქმით, საბოლოოდ პარლამენტი პროცესის შედეგად შედგენილ სიას კენჭს უყრის.
„ყველა იმ აქტორთან მექნება შეხვედრის სურვილი, ვინც უზენაესი სასამართლოს წევრების პროცესში ახალი კონსტიტუციით არის ჩართული, რომ ალბათ, დროა სიჩუმის, დროა მუშაობის, დროა კრიტერიუმებზე ჩამოყალიბების და დროა სიმშვიდის. იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადებების, ვნებათა ღელვისგან, ერთმანეთის შეურაცხყოფისგან თავისუფალ გარემოში, ჩვენ ყველამ შევძლოთ ობიექტურ, სამართლიან კრიტერიუმებზე ჩამოყალიბება და პარლამენტმა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მშვიდ გარემოში შეძლოს გამჭვირვალე პროცესის შედეგად შედგენილ სიას უყაროს კენჭი,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები