ეკა ბესელია სერგო მეთოფიშვილზე: არავინ ისე არ ანგრევს სასამართლოს, როგორც ასეთი მოსამართლეები

არავინ ისე არ ანგრევს სასამართლოს, როგორც ასეთი მოსამართლეები, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
“ნუ დამახარჯინებთ დროს ისეთი არასერიოზული და კომიკური პერსონების გამო, როგორიც არის მოსამართლე მეთოფიშვილი, რომელიც ანგრევს სასამართლოს იმიჯს. კიდევ დიდხანს თუ ალაპარაკებენ, მეც და ჩემს კოლეგებსაც ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდება იმის დასამტკიცებლად, რისთვისაც ვიბრძვით. არავინ ისე არ ანგრევს სასამართლოს, როგორც ასეთი მოსამართლეები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც მოსამართლე, მე პასუხის ღირსად არ ვთვლი ბესელიას და მისნაირ პოლიტიკოსებს, თუმცა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და კოლეგიის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, დავიცვა ზოგადად სასამართლო სისტემის და მოსამართლეების დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
სერგო მეთოფიშვილი სახელისუფლებო გუნდის წევრების ნაწილის მიერ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.
მეთოფიშვილი თვლის, რომ ეკა ბესელიამ და მისმა თანამოაზრეებმა შეურაცხმყოფელი განცხადებებით უზარმაზარი ზიანი მიაყენეს საკუთარი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები