ნათია მეზვრიშვილი: როდესაც დანაშაულის მატებაზე ან კლებაზე ვსაუბრობთ, მშრალად აღებულ ციფრებზე საუბარი არასწორია

„რა დანაშაულიც ახალი წლის დღეებში მოხდა და მათ შორის იყო როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე მძიმე ფაქტები, აბსოლუტურად ყველა დანაშაული გახსნილია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მეზვრიშვილის განცხადებით, ხარისხისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის გაზრდის მიმართულებით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. მისივე ინფორმაციით, დანაშაულის სტატისტიკის შედგენის მეთოდოლოგიაში ბევრი რამ შეიცვლა და ამ თვალსაზრისით 2018 წლის 2017 წელთან შედარება სწორი არ იქნება.
“დანაშაულის ჩადენის სტატისტიკასთან დაკავშირებით არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც საზოგადოებამ და მედიამ უნდა გაითვალისწინოს. როდესაც დანაშაულის მატებაზე ან კლებაზე ვსაუბრობთ, მშრალად აღებულ ციფრებზე საუბარი არასწორია. ძალიან მნიშვნელოვანია შინაარსი. თუ გასულ წელს შინაარსობრივად გადავხედავთ, ყველა იმ ფაქტზე, სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა, გამოძიებას ვიწყებდით. რადიკალურად შეიცვალა აღრიცხვიანობის მეთოდი და გამოძიებას იმაზე მეტ ფაქტზე ვიწყებდით, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები