ზვიად ძიძიგური უკრაინის ავტოკეფალიაზე: ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას

ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას. მილოცვებს ვუერთდებით, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
​მან იმ მთავარ საშიშროებაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც საქათველოს მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას შეიძლება მოჰყვეს.
​”პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან სასიხარულოა უკრაინის წარმატება ყველა მიმართულებით და ამას მივესალმებით, მაგრამ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ზურგს უკან არ უნდა დაგვრჩეს ჩვენი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. არსებობს დიდი ალბათობა და მაღალი საშიშროება, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში გაბრაზებული რუსეთი აღიარებს სოხუმისა და ცხინვალის ეკლესიების დამოუკიდებლობას, რაც ჩვენი სუვერენიტეტისათვის კიდევ ერთი სერიოზული დარტყმა იქნება. მსოფლიოში ყველა ქვეყანა თავისი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მაგალითად, უკრაინამ, როდესაც ეს მის პრაგმატულ ინტერესში შედიოდა ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ ძებნილად გამოცხადებული მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ თანამდებობაზე მიიღო. მე ვფიქრობ, ჩვენი პრაგმატული ინტერესი არ უნდა შევწიროთ წუთიერი ემოციების გამოხატვას. მილოცვებს ვუერთდებით, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ეკლესიები არის საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის დაქვემდებარებაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და პერსპექტივის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მატარებელია. ამიტომ ყველა ქართველმა პოლიტიკოსმა თავის განცხადებაში ამ საფრთხეს თვალი უნდა გაუსწოროს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები