ეკა გიგაური: მცდელობაა, რომ ჩვენს ნათქვამს საზოგადოება არ ენდოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მათი მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფეიკმასალებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ასეთი “ტროლები” მაშინ ჩნდებიან, როდესაც ხელისუფლებისთვის სენსიტიური თემები აქტიურდება.
“მხოლოდ მაშინ აქტიურდებიან “ტროლები”, როდესაც მწვავე და პოლიტიკურად სენსიტიურია თემა ხელისუფლებისთვის, როგორც ჩანს მოსამართლეების საკითხიც ასეთია. განსაკუთრებით ის, რომ ჩვენ კონკრეტულ მოსამართლეებზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ მათ უნდა დატოვონ სასამართლო. ესენი არიან მურუსიძეზე, ჩინჩალაძეზე, მოლაშვილის საქმის მოსამართლე და ა.შ.
​დღეს არის მცდელობა მათი მხრიდან, რომ ჩვენს ნათქვამ სიტყვას არავინ არ ენდოს და დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ჩვენ ვართ უარესები, ვიდრე ჩინჩალაძე და მურუსიძე”, – ამბობს გიგაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები