“თუ სკოლებში არ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების უსაფრთხოება, წარმოუდგენელია განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი”

„თუ სკოლებში არ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების უსაფრთხოება, წარმოუდგენელია განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი“, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს. ბატიაშილის განმარტებით, ექსპერტთა ჩართულობით შემუშავებული განათლების რეფორმის ათი პაკეტი, ყველა მიმართულებას, მათ შორის სკოლებში უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს. „თუ სკოლებში არ იქნება უზრუნველყოფილი ბავშვების უსაფრთხოება, წარმოუდგენელია განათლების ახალი მოდელების დამკვიდრებაზე საუბარი. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამასთან დაკავშირებით აქტიურად ვიმუშავეთ უცხოელ პარტნიორებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იდგმება კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც რეფორმის შემუშავაბის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის უცხოელ პარტნორებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა. მინისტრის თქმით, სკოლების უსაფრთხოება, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ კუთხით მუშაობა მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები