არჩილ თალაკვაძე, კოლეგებთან ერთად საუდის არაბეთის სამეფოს – მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) დელეგაციას შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, კოლეგებთან ერთად საუდის არაბეთის სამეფოს – მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) დელეგაციას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, ტურიზმზე, ინვესტიციებსა და ურთიერთმხარდაჭერაზე გამახვილდა. განიხილეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის საკითხები და მომავალი ვიზიტები.
არჩილ თალაკვაძემ საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას დელეგაციას მადლობა გადაუხადა გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა და ლტოლვილთა სტატუსს ეხება. ასევე, მადლობა გადაუხადა გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმადაც თბილისში საუდის არაბეთის საელჩო გაიხსნება.
საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 18 იანვარს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები