ნაზი ჯანეზაშვილი: ვაქვეყნებ იმ მოსამართლეების სიას, რომლებიც ბოლო კონკურსების დროს, საბჭოს ყველა წევრის მხარდაჭერით დაინიშნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი იმ მოსამართლეების სიას აქვეყნებს, რომლებიც ბოლო კონკურსების დროს საბჭოს ყველა წევრის მხარდაჭერით დაინიშნენ.
ნაზი ჯანეზაშვილი შესაბამის პოსტს “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს.
“მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ კონსენსუსი მიუღწევადია, ან ვისაც ჰგონია, რომ ჩვენ ყველაფერს ვეწინაღმდეგებით, ვაქვეყნებ იმ მოსამართლეების სიას, რომლებიც ბოლო კონკურსების დროს, საბჭოს ყველა წევრის მხარდაჭერით დაინიშნენ:
2018 წლის 11 იანვარს მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის კენჭისყრის შედეგად, საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობით, 15 ხმით, მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა 3 კანდიდატი: თინა ვაშაყმაძე, ნანა კალანდაძე, ლელა მილდენბერგერი.
2017 წელს მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის კენჭისყრის შედეგად, საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობით, მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა 9 კანდიდატი: გიორგი ქაშაკაშვილი, ლევან გელოვანი, ლეილა გურგუჩიანი, ლუიზა თოდუა, ნიკოლოზ მარსაგიშვილი, მამუკა წიკლაური, მურთაზ კაპანაძე, მევლუდ ხათაშვილი, დავით გელაშვილი”, – წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები