აშშ-ის ადმინისტრაციამ იძულებითი შვებულებიდან 50 ათასი თანამშრომელი გამოიხმო

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სამსახურში 50 ათასი სახელმწიფო მოხელე, რომელიც “შათდაუნიდან” გამომდინარე, აუნაზღაურებელ იძულებით შვებულებაში იმყოფებოდა, გამოიხმო. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Washington Post ავრცელებს.
სავარაუდოდ სამსახურში დაბრუნდებიან ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც საგადასახადო შეღავათების ანაზღაურებაზე არიან პასუხისმგებლები, თვალყურს ადევნებენ ფრენის უსაფრთხოებას, ახორციელებენ საკვების და მედიკამენტების შემოწმებას. გაზეთის გამოცემის თანახმად, მათ მუშაობა ანაზღაურების გარეშე მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები