თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ისნის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, აწყურის, კახეთის, შორაპნის, კახეთის ხევის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის და დოესის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მირზა შაფის, ლაზახის, ფირდოუსის, ბააზოვის, გორგასალის, ახუნდოვის, აბანოს, გრიშაშვილის, ორთაჭალის, გულიას და შუშინის ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო 13:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ვეკუას, ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, აკაკი ვასაძის და შეშელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), კოსტავას, დოლიძის და სიმონ ჩიქოვანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ხოლო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, ნატბეურების დასახლების, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის II შესახვევის, გოძიაშვილის, პეტრიწის, პეტრე სარაჯიშვილის, დიდგორის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), კვანტალიანის, გელა გოგიშვილის და მიროტაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ენუქიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები