ქუთაისში ავარიას კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 60 წლამდე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკთან მოხდა. შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები