UNICEF: სირიაში სიცივისგან 15 ბავშვი დაიღუპა
გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მონაცემებით, სირიაში დაბალი ტემპერატურის გამო 15 ბავშვი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Al Arabia” ავრცელებს.
რვა ბავშვი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე რუბკანის ბანაკის ტერიტორიაზე დაიღუპა, დანარჩენი შვიდი კი ჩრდილოეთით, სამხედროების მიერ ოკუპირებულ ქალაქ ხაჯინში.
თარგმნა ანა პაპიძემ