უკრაინელი მეზღვაურები სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებენ
ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის დროს რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებენ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია მოსკოვის ლეფორტოვის სასამართლოდან ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ შეტევები ქერჩის ყურეში, რომელიც შავ ზღვასა და აზოვის ზღვას აკავშირებს, 2018 წლის 25 ნოემბრის დილიდან ვითარდებოდა, როდესაც რუსეთის საზღვაო კატერმა უკრაინული ბუქსირი დააზიანა.
ვითარებიდან გამომდინარე, იმავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
თარგმნა ანა პაპიძემ