გორში გრიპის ვირუსით 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

გორში, კლინიკა „გორმედში“ გრიპის ვირუსით 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, – აღნიშნული ინფორმაცია კლინიკის დირექტორმა, დავით ყაზაიშვილმა დაადასტურა.
მისი თქმით, პაციენტი გუშინ გარდაიცვალა.
„შემოსული იყო მაღალი ცხელებით, სუნთქვის უკმარისობით. ამასთან, იყო ღვიძლის მძიმე უკმარისობა”, – ამბობს “გორმედის” კლინიკური დირექტორი დავით ყაზაიშვილი.
გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად H1N1 შტამის ვირუსი ოფიციალურად დადგენილია. შემთხვევა გუშინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები