სომხეთში ქალი “ღორის გრიპის” ვირუსისგან გარდაიცვალა

სომხეთში ქალი “ღორის გრიპისგან” გარდაიცვალა, რამდენიმე ადამიანი კი იმავე დიაგნოზით რეანიმაციაში იმყოფება.
ამის შესახებ ადგილობრივ მედიას დღეს სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის დირექტორმა, არტავაზს ვანიანმა განუცხადა.
“წელს სომხეთში გრიპისგან სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირდა – დაიღუპა ქალი, რომელსაც რიგი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. რამდენიმე ადამიანი იმავე დიაგნოზის გართულებული ფორმებით იმყოფება რეანიმაციაში”, – განაცხადა ვანიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები