საკონსტიტუციო სასამართლოში „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ სარჩელი დღეს დარეგისტრირდა

საკონსტიტუციო სასამართლოში ორგანიზაცია ააიპ „საქართველოს დემოკრატიული იციტივას“ სარჩელი, „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ დღეს დარეგისტრირდა, – ამის შესახებ „კვირას“ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მოსარჩლე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოსგან საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებასა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერებას ითხოვს.
იურიდიულმა პირმა ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, რომლის ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით 9 იანვარს მიმართა.
ორგანიზაციის წარმომადგენელი სასამართლო სხდომებზე გიორგი მშვენიერაძე იქნება.
„მოსარჩელე სადავოდ ხდის „დაგროვებით პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც „დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულებისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში – 55 წელი)“ და ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც მონაწილე დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსების ერთ-ერთი კომპონენტი არის დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის 2% – „დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით“.
მოსარჩელე სადავოდ ხდის სავალდებულო წევრობაზე დამყარებულ დაგროვებით საპენსიო სქემის მოდელს. სადავო ნორმები ავტომატურად რთავს დასაქმებულებს საპენსიო სქემაში, მათ ართმევს შესაძლებლობას ავტონომიურად გააკეთონ არჩევანი სურთ თუ არა საპენსიო სქემაში მონაწილეობა. საპენსიო სქემაში მონაწილე ვალდებულია თავისი ხელფასიდან ყოველთვიური შენატანი განახორციელოს საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, რომლის განკარგვის უფლება მას მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ექნება“ – ამონარიდი სასარჩელო განცხადებიდან.
(ვრცლად იხილეთ – https://gdi.ge/uploads/other/0/837.pdf?fbclid=IwAR2NAxc-0-nH9e38iZYMAPtw9HG0jVMepGSORxSNvWl_JHsrsDHRueAmqgI)

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები