აფთიაქი „ჯიპისი“ მოსახლეობის ვაქცინაციისთვის 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს

გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე აფთიაქი „ჯიპისი“ პრევენციის მიზნით მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინების სრულ რაოდენობას – 1500 ვაქცინას უსასყიდლოდ გამოყოფს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის.
„11 იანვრიდან, გრიპის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება ექსპრეს კლინიკებში შემდეგ 3 მისამართზე: პეკინის #23/25 (10:00 – 20:00 საათებში); ვაჟა ფშაველას #71 (10:00 – 20:00 საათებში) და ჭავჭავაძის #24 (10:00 – 20:00 საათებში)“,- აცხადებენ „ჯიპისიში“.
კომპანიის ცნობით, უფასო ვაქცინაცია ნაშთის სრულ ამოწურვამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები