„სასწაულები ხდება, ლეიკემია დამარცხებულია” – 8 წლის ბექას დაუჯერებელი ამბავი

8 წლის ბექა ფიფია, რომელსაც ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა, მალე საქართველოში დაბრუნდება – მან ლეიკემია დაამარცხა:
„ხომ დაგპირდით სულ ახლახან, რომ სულ ცოტაც და თელავივიდან ცად აჭრილი ლაინერი თბილისის აეროპორტში რბილად დაეშვება და დახვედრის გადავსებულ დარბაზში შემოვა ზღვა ხალხის დანახვით ცოტათი გაოცებული, ცოტათიც დაბნეული, მაგრამ უბედნიერესი და რაც მთავარია, ჯანმრთელი ბექა!
ჰოდა, ეს დღე და ეს საათი დგება ხვალ, 11 იანვარს, თბილისის დროით 13 საათსა და 10 წუთზე ბექა, თავის გმირ დედასთან და შეუძლებლის შემძლე მამასთან ერთად, კვლავ ჩვენთან დაბრუნდება.

დიახ!

მე, შენ, ჩვენ – ეს შევძელით!

დიახ!

ლეიკემია დამარცხებულია!

დიახ!

სასწაულები ხდება!

დიახ!

სასწაულებს ჩვენ ყველა ერთად ვახდენთ!

დიახ! მადლობა ყველას, ყველას, ყველას.

დიახ! დიახ! დიახ!

სიცოცხლე ღირს იმ განცდად, რაც ამ პოსტის წაკითხვისას გვეუფლება!..

პ.ს. ვისაც გსურთ და გცალიათ, შეგიძლიათ, ჩვენთან ერთად განიცადოთ გამარჯვების წუთები თბილისის აეროპორტში.

გთხოვთ, აუცილებლად იქონიეთ პირბადე და მაქსიმალურად მოერიდეთ ბექასთან უშუალო კონტაქტს. შემდგომ დღეებში, მანამ სანამ ბექა პირველ „ჩექინგზე” თებერვალში კვლავ „შეივლის” შებას კლინიკაში, ჯანმრთელობის გაფრთხილების მიზნით, მასთან უშუალო კონტაქტი ძალიან შეზღუდულ წრეს ექნება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები