თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, ცოტნე დადიანის, დავით გარეჯელის, ანდრონიკაშვილის, ჟორდანიას, გარეჯის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, მერი შერვაშიძის, ილია კარტოზიას, მექანიზაციის, ნინო წერეთლის, პაპავების, ადამიას, ბეთაშვილის, ყუბანეიშვილის, ივერთუბნის და მარიამ დადიანი-ანჩაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის მასივის „ა“,I, II, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის III მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, ილია ვეკუას, ბოჭორიშვილის, ხიზანიშვილის, გაგარინის, ვართაგავას, მამკოდის, მორეტის, ტაბიძის და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის, აფაქიძის, კვერნაძის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები