„თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება

„თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება. როგორც ომბუდსმენის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა, მათთვის აღნიშნულ საკითხზე მთავარი ინფორმაციის წყარო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებია.
“ჩვენი მთავარი ინფორმაციის წყარო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებია, ან თუ რომელიმე კონკრეტული პირი მოგვაწვდის ინფორმაციას. მომართვიანობის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას, ასევე რეაგირება გვექნება თუ საჯაროდ გავრცელდება რომელიმე კონკრეტული პირის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის შესახებ ინფორმაცია. ასეთი ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა თუ იქნება მსგავსი განცხადებები აუცილებლად დავიწყებთ ჩვენი პროაქტიული გზით წარმოებას”,-აცხაებს გიორგი ბურჯანაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები