სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი ბრალდებულის ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ექსპერტიზას ითხოვს

ვაკეში გუშინ მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლის ადვოკატის, ვახტანგ თალაკვაძის თქმით, ბრალდებულს ფსიქოლოგიური და ფსიქიკური ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. როგორც მან აღნიშნული მოთხოვნა განმარტა, ამ ექსპერტიზის დროს მტკიცდება შემთხვევის დროს ადამიანმა გონება დაკარგა თუ დაეძინა.
​მისივე თქმით, საყურადღებოა ის ფატი, რომ დაცვის ჯიხური უსაფრთხოების წესების მიხედვით, გზის სავალი ნაწილიდან 15-20 მეტრის დაშორებით უნდა იყოს.​

“ეს არაა ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც მძღოლის გაუფრთხილებლობას ან დაუდევრობას შეიძლება მოჰყოლოდა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. დაცვის მხარის აზრით, სწორედ გამოძიებას უნდა დაეწყო ამ ვერსიის ექსპერტიზის გზით შემოწმება, რაც არ განხორციელებულა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მრავალსართულიანი მშენებარე ობიექტის მიმდებარედ დაცვის ჯიხური სავალი ნაწილიდან უახლოეს მანძილზეა განთავსებული. ან ვინ მისცა უფლება, ან რატომ დადგეს ეს ჯიხური, ან როგორ აღმოჩნდა იქ 14 ადამიანი. უსაფრთხოების წესების მიხედვით გზის სავალი ნაწილიდან უნდა იყოს 15-20 მეტრი დაშორება”, – აღნიშნა სასწრაფოს მძღოლის ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები