რუსეთში, მოსკოვში საავტომობილო გვირაბი ვოლოკოლამსკის გზატკეცილი დაიტბორა.
მოსკოვის საქალაქო სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, წყლის ნაკადის მოვარდნა 50 კვადრატული მეტრის ფართობზე გრუნტის ჩაშლის გამო მოხდა. გვირაბში მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია.
ინციდენტის დროს ადგილზე საავტომობილო მოძრაობა არ იყო, შესაბამისად შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.