მსახიობ რეზო ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

 

ექიმის ცემაში ბრალდებულ, მსახიობ რეზო ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილების შესახებ მოსამართლემ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გამართულ პროცესზე გამოაცხადა. კლინიკაში მსახიობი პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობს.მსახიობი ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, ვიდრე ის გირაოს არ გადაიხდის. ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. პროკურატურა კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი წმ. მიქაელის სახელობის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. საავადმყოფოს მედპერსონალი ამტკიცებს, რომ პაციენტი ნარკოტიკს ითხოვდა, რასაც მისი დიაგნოზი არ ითვალისწინებდა, უარის შემდეგ კი ის ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა.ნასიძე სამართალდამცველებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

რეზო ნასიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ნასიძის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები