წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში “წითელი ხიდი“, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ზ.რ.-სა და ი.რ.-ს, ფიზიკური და კუთვნილი ბარგების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 171.29 გრამი) გამოავლინეს.
ნაკეთობების ღირებულებამ ჯამში, 11 804.56 ლარი შეადგინა.
„საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 11 804.56 ლარის ოდენობით შეეფარდათ“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები