შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების, დიდთოვლობის და გზებზე ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთ-საქართველოს საზღვრის მიმართულებით) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
„სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ინტენსიური თოვის, ქარბუქის, შეზღუდული ხილვადობის და ლიპყინულის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ფარავნის უღელტეხილზე, წალკა- ნინოწმინდის გზაზე, ასევე ახალქალაქი-კარწახის მიმართულებითაც. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, სამაშველო სამსახურთან ერთად გზებზე გაჩერებულ მგზავრებს ეხმარებიან და უსაფრთხო ადგილამდე მათ ტრანსპორტირებას ახორციელებენ“,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები