მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, ჯიმ იონგ კიმი, საკუთარ თანამდებობას ვადის ამოწურვამდე ტოვებს. გადადგომის მიზეზი უცნობია, მას პრეზიდენტად დარჩენა 2022 წლამდე შეეძლო.
ჯიმ იონგი პოსტს 6 წლის განმავლობაში იკავებდა, მისი კანდიდატურა აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარადგინა.
მისი ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ბანკის პრესსამსახურმა გაავრცელა.
“ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ასეთი გამოჩენილი ხალხით სავსე დაწესებულების პრეზიდენტი”,- ნათქვამია კიმის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები