თბილისის ზღვის ტერიტორიაზე პოლიციელი დაჭრეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე პატრულ – თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
შემთხვევა 7 იანვარს მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
პატრულ ინსპექტორი საავადმყოფოში მკურნალობს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების შეფასებით სტაბილურია.
სამართალდამცველების მიერ მომხდარ ფაქტზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები