აშშ-ში Uber-ის მძღოლმა ექვსი მკვლელობა აღიარა

აშშ-ში Uber-ის ტაქსის 48 წლის მძღოლმა, ჯეისონ დოლტონმა ექვსი მკვლელობა აღიარა, რომლებიც ქალაქ კალამაზუში, მიჩიგანის შტატში, 2016 წლის თებერვალში ჩაიდინა. მან ასევე მკვლელობის მუქარები და დანაშაულებები აღიარა, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი ფიგურირებდა.
ჯამში მას 16 დანაშაული ედება ბრალად. ჯეისონს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
სასამართლო პროცესის მსვლელობისას მან განაცხადა, რომ მკვლელობების აღიარება მან თავისი ნებით გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ადვოკატი წინააღმდეგი იყო. დამნაშავემ განმარტა რომ ამის გაკეთება დიდი ხნის წინაც უნდოდა.
დოლტონის განაჩენი 5 თებერვალს გამოცხადდება.
როგორც დოლტონმა სასამართლოში განაცხადა, ის “Uber”-ის აპლიკაცის “მარიონეტი” გახდა, რომელიც როგორც თავად თვლის მის “გონებას და სხეულს” აკონტროლებდა და ადამიანებისთვის საათების განმავლობაში სროლას აიძულებდა.
ყველა მკვლელობა 2016 წლის 20 თებერვალს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები