ქუთაისის აეროპორტში 13 000 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი’’, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ზ.მ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
ნაკეთობების ღირებულება 12,926 ლარს (საერთო წონა 107,06 გრამი) შეადგენს.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ფულადი ჯარიმა, 12,926 ლარის ოდენობით შეეფარდა“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები