პროკურატურაში „თი-ბი-სი“ ბანკის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს

გენერალურ პროკურატურაში „თი-ბი- სი“ ბანკის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს. როგორც „კვირას“ საგამოძიებო ორგანოს პრესსამასახურში განუცხადეს, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა „თი ბი სი ბანკიდან“ დოკუმენტაცია უკვე გამოითხოვეს.
“გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, „თი-ბი-სი“ ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები