დავით ჭიჭინაძე: თუ კობახიძე სინოდის საქმეებში აპირებს ჩარევას, მაშინ თმების მოშვებას სჯობს, წვერი მოუშვას

„თუ ირაკლი კობახიძე სინოდის საქმეებში აპირებს ჩარევას, მაშინ თმების მოშვებას სჯობს წვერი მოუშვას”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ჭიჭინაძე განმარტავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპატრიარქოს საქმეებში ერევა, რაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე გაკეთებული განცხადებით დასტურდება.
“მე ვფიქრობ, კობახიძე საერთოდ ზღვარს გადის, გუშინწინდელი მისი განცხადება, რომ თურმე საპატრიარქოსთან ერთად უკრაინის ავტოკეფალიის საკითხებს განიხილავს, ვფიქრობ ამ ადამიანს საკმაოდ ერევა უკვე ვექტორები, სად შეიძლება მისი ჩარევა და სად არ შეიძლება. თუ სინოდის საქმეებში აპირებს ჩარევას, მაშინ თმების მოშვებას სჯობს წვერი მოუშვას”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები