გიგი წერეთელი: ის გუნდი, რომელიც ეკა ბესელიას უპირისპირდება უფრო ძლიერია

„ის გუნდი, რომელიც ეკა ბესელიას უპირისპირდება უფრო ძლიერია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გიგი წერეთელმა უმრავლესობის დეპუტატებს შორის არსებული დაპირისპირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გიგი წერეთელი ვარაუდობს, რამდენიმე დღეში საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი მმართველ გუნდს დატოვებს.
„ძალიან მძაფრია დაპირისპირება, როგორც ჩანს დათმობას არავინ არ აპირებს. ჩემი აზრით, ჩვენ ვნახავთ, რამდენიმე ადამიანს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს. როგორც დღეს ჩანს, ამ კონფიგურაციით, ის გუნდი, რომელიც უპირისპირდება ეკა ბესელიას არის უფრო ძლიერი. არ ვფიქრობ, რომ ამ შედარებით უფრო მცირე ჯგუფმა მოიგოს ეს ბრძოლა“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები