ხატია დეკანოიძე: ბესელია არის ადამიანი, რომელმაც მართლმსაჯულების სფერო თავისი კეთილდღეობისთვის გამოიყენა

ბესელია არის ის ადამიანი, რომელსაც თავისი პრინციპული პოზიცია არასოდეს არ დაუფიქსირებია, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძე ამბობს, რომ მას ბესელიას პრინციპულობის არ სჯერა.
“ბესელიას პრინციპულობა არავის არ სჯერა, ამ შემთხვევაში, ვინაიდან ეს მოსამართლეები და ის ადამიანები, რომელებიც წარმოადგენენ ცუდ სიმბოლოს ქართული მართლმსაჯულების, უკვე დიდი ხანია ზუსტად ივანიშვილის რეჟიმს ემსახურებიან. ბესელია არის ის ადამიანი, რომელსაც თავისი პრინციპული პოზიცია არასოდეს არ დაუფიქსირებია, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში და ბესელია არის ადამიანი, რომელმაც მართლმსაჯულების სფერო გამოიყენა თავისი კეთილდღეობისთვის,“ – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები