ტელეფონის ხშირი სარგებლობისთვის გორში ქმარმა მეუღლე ცემა

ტელეფონის ხშირი სარგებლობისთვის გორში ქმარმა მეუღლე სცემა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა ტელეფონზე საუბრისას მიაყენა.
როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განმარტა, მეუღლესთან მცირე კონფლიქტი ძალადობა არაა.
პროკურორის განცხადწბით, ქალს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება.

შიდა ქართლის პოლიციამ 1-დან 5 იანვრის ჩათვლით ოჯახური ძალადობის ფაქტზე 4 მამაკაცი დააკავა. აქედან წინასწარი პატიმრობა ერთს შეუფარდეს. დანარჩენ სამს კი, გირაო – 1000 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები