თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ყაჩაღობის შედეგად დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ყაჩაღობის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებულ ახალგაზრდას თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად, ტვინის შერყევა აღენიშნება.

„პაციენტი შემოყვანილ იქნა სასწრაფოს მიერ დიაგნოზით – თავის დახურული ტრავმა. ჩაუტარდა კვლევები. დიაგნოსტირებულია თავის ტვინის შერყევით. მოთავსებულია ნევროლოგიურ დეპარტამენტში. მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს, როგორც თვითონ აღნიშნა, თავში ჩაარტყეს ბლაგვი საგანი, რის შედეგადაც იყო გონების კარგვა. სხვა დეტალებს დაშავებული ვერ იხსენებს“, – განაცხადა ექიმმა ლევან ბესელიამ.

არსებული ინფორმაციით, ყაჩაღობის შედეგად დაშავებულ კიდევ ერთ პირს საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდა.

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, მაღაზია „ორ ნაბიჯში“ ყაჩაღობა ცოტა ხნის წინ მოხდა. ყაჩაღების დროს მაღაზიის ორი თანამშრომელი დაშავდა. შსს-ს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები