„ავადობის მაჩვენებელი 277-დან 256-მდე შემცირდა, რა თქმა უნდა, ეს რაოდენობრივად, პოზიტიური დინამიკაა”

„ავადობის მაჩვენებელი 277-დან 256-მდე შემცირდა. რა თქმა უნდა, ეს რაოდენობრივად, პოზიტიური დინამიკაა და გვაჩვენებს, რომ ეპიდემიისკენ არ მივდივართ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ “მოამბეში” ვირუსთან დაკავშირებით განაცხადა.
„ავადობის მაჩვენებელი 277-დან 256-მდე შემცირდა. რა თქმა უნდა, ეს რაოდენობრივად, პოზიტიური დინამიკაა და გვაჩვენებს, რომ ეპიდემიისკენ არ მივდივართ, თუმცა თვისობრივი მახასიათებელი, თუ იმ ადამიანებიდან, ვისაც დაემართა გრიპი, რამდენ პროცენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, აქ უკვე ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. იყო 41 პროცენტი, საბედნიეროდ, დღეის მდგომარეობით კი, ეს მაჩვენებელი შემცირდა 33-მდე, თუმცა 30 არის მძიმე, სერიოზული სიმძიმის მაჩვენებელი”, -განაცხადა სერგეენკომ.
ამასთან სერგეენკომ განმარტა, რატომ გადაიყვანეს ამბულატორიული დაწესებულებების ნაწილი საგანგებო რეჟიმზე ახლა და არა უფრო ადრე.
“სამინისტრო თავისთავად მუშაობს საგანგებო რეჟიმში, 31-ში როდესაც შევაფასეთ მდგომარეობა, გვქონდა ასეთი დინამიკა, რომ მოსახლეობის ნაწილი წინასადღესასწაულო პერიოდში ქალაქიდან გადის, წყდება სასწავლო და აღმზრდელობითი აქტივობები და ასეთ შემთხვევაში, იმ ხუთი ძირითადი ინდიკატორიდან ნათელი გახდა, რომ საახალწლო დღეებში აუცილებელი იყო რეგიონული სამსახურების გაძლიერება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული სამსახურები გადავიდნენ და ჯერ კიდევ რჩებიან საგანგებო რეჟიმში.
უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია მოსახლეობის დაბრუნება დიდ ქალაქებში და სასწავლო პროცესების განახლება. ამის დინამიკა ჩვენ უკვე გვაქვს და ამაზე პირდაპირი ჩვენება გვქონდა, რომ უკვე დღეიდან გადაგვეყვანა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების გარკვეული ნაწილი საგანგებო რეჟიმზე, რამაც დღესვე მოგვცა შედეგი. ეს პროცესი მიმდინარეობს ძალიან სკურპულოზურად და თვლადი ინდიკატორებით, რომელიც უტყუარ ინფორმაციას გვაძლევს“, – აღნიშნა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები