მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკურ საავადმყოფოში პაციენტი ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა

მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკურ საავადმყოფოში პაციენტი ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა. ექიმს მიღებული ტრავმების გამო, ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, მას ტვინის შერყევა და სხეულის დაჟეჟილობები აღენიშნება. ამ ეტაპზე, მედიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ირკვევა, მასსა და პაციენტს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კლინიკაში მყოფმა პაციენტმა ექიმს ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

​შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები