თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი  დაჭრეს.  

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა  წუხელ, პეკინის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. 

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე, ეზოში ხმაური გაიგონეს. მათივე თქმით,  ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.

„ შს სამინისტროში განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები