მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი გაიმართა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საახალწლო ნაძვის ხის ტრადიციული ზეიმი გაიმართა. ზეიმი განახლებული მრავალფეროვანი პროგრამით ჩატარდა: თეატრალური მიმართულების თოჯინების თეატრის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ახალი სპექტაკლი “saaxalwlo zRapari”, სადღესასწაულო წარმოდგენა: თოვლის ბაბუა, ჯამბაზების შოუ, ზღაპრებისა და მულტფილმების ნაცნობი, ყველა ბავშვისთვის საყვარელი გმირები, მხიარული სანტა კლაუსი; გაიმართა სახალისო აქტივობები, თამაშები მოზარდებისთვის, შესრულდა საახალწლო სიმღერები, მუსიკალური ნომრები, მოწვეული სტუმრები ანიმატორებმა გაართეს, დასასრულს, ბავშვებს საახალწლო საჩუქრები დაურიგდათ.
საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი სასახლეში, ტრადიციულად, საქველმოქმედოა. მოსაწვევები საქველმოქმედო ფონდებს, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე, შემოქმედებით კავშირებს გადაეცათ.
R