როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შვიდ იანვრამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება მოსალოდნელი არ არის.
“ხვალ საღამოდან ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 5 იანვარს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, მთაში და მაღალ მთაში კი მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში ბარში, ზოგიერთ რაიონში ღამით მოსალოდნელია ნალექი თოვლ-ჭყაპის სახით, დღისით კი იწვიმებს. მთაში და მაღალ მთაში მოთოვს. ექვს იანვარს შედარებით გამოიდარებს, შვიდში კი კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში შვიდ იანვარს იწვიმებს. აღმოსავლეთს რაც შეეხება, მთასა და მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, ბარში კი თოვლ-ჭყაპი. თუმცა უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად არ დაიკლებს: ხვალ, 4 იანვარს, დღისით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერი 12-დან 17-გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 6-11 გრადუსი სითბო იქნება. 5 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში 8-13 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ასეთივე ტემპერატურაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. ექვს იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერი 7-დან 12-გრადუსამდე გათბება. ამდენივე გრადუსი სითბოა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც”, -განუცხადა “კვირას” სვეტლანა ნიორაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები