ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში ყაჩაღობის ბრალდებით 1968 წელს დაბადებული ი. გ. დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.გ.-მ ზუგდიდში, გუშინ, 31 დეკემბერს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლენდო” დააყაჩაღა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1000 ლარზე მეტი თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ყაჩაღობის შედეგად გატაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები