„ლენდოს“ ზუგდიდის ფილიალს იარაღით შეიარაღებული პირი თავს დაესხა – გატაცებულია თანხა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ ზუგდიდის ფილიალს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი თავს დაესხა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან თანხა გაიტაცა, თუმცა უცნობია რა რაოდენობის თახის გატაცება მოასწრო.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლებმა „ლენდოს“ ორი თანამშრომელი დაკითხვაზე გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები