თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება

31 დეკემბერს, 23:00 საათიდან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კონცერტის წლევანდელი კონცეფცია კინომუსიკაზეა აგებული. გარდა ამისა, კონცერტზე შესრულდება საშობაო სიმღერები და ყველა დროის და ყველასთვის საყვარელი ჰიტები.

თითქმის 4 საათიან კონცერტში 200 მუსიკოს-შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიების მთავარი ღერძი იქნება ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.

შემსრულებლები:
NEW YORK VOICES, ეკა მამალაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, „შვიდკაცა“, გიორგი მახარაშვილი, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, “ვერნისაჟი“, გვანცა ზაქარეიშვილი, დუეტი „ჯორჯია“, მანანა თოდაძე, ბესო კალანდაძე, ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, ბესო კალანდაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი,“The Quintessence”, ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი, აჩიკო მეფარიძე, ანა დოი, მაია ბარათაშვილი, მაია ჯაბუა, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, ნუცა შანშიაშვილი, ოთო ნემსაძე, ნინი ქარსელაძე, დათუნა მგელაძე, თემო საჯაია, ნინო ძოწენიძე, ვერიკო ტურაშვილი, თამთა ჭელიძე, ირმა სოხაძე, ნუკრი კაპანაძე, მაია კაჭკაჭიშვილი, ძვალი, ელენე ფოჩხუა, დათუნა სირბილაძე, ანი კეკუა, ზუკა ხუციშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, მარიამ როინიშვილი, ეკა დოლიძე, კახა კუხიანიძე, ლიზა ყენია, მარიკო ებრალიძე, ნინა სუბლატი, ცისანა სეფიაშვილი, „ქუჩის ბიჭები“, ქეთი ორჯონიკიძე, თიკა ჯამბურია, მარიკა თხელიძე, Teen Club.

წამყვანები:
ბუბა გოგორიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, ლიზა წიკლაური, ირაკლი გაფრინდაშვილი, სალომე გოგიაშვილი, ნიკა ნანიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები