შსს-მ თბილისის 71-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ თბილისის, 71-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შსს -ს პრესსამსახურიდან აცნობეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა აღსაზრდელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მას საავადმყოფოში გაეწია დახმარება და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ 27 დეკემბერს 71-ე ბაგა-ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა, სადაც სხვადასხვა სახის პიროტექნიკა ააფეთქეს. შემთხვევის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები