შინაგან საქმეთა სამინისტროს “112”-მა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა – „112“ 2018 წლის ანგარიში წარმოადგინა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა და სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ღონისძიებას, ასევე, „112“-ის პარტნიორი ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„112“-ის დირექტორმა, ნიკა გელაშვილმა ცენტრის 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა და შეხვედრის მონაწილეებს განხორციელებული პროექტების, ღონისძიებებისა და კამპანიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ღონისძიების ბოლოს 2019 წელს „112“-ის მიერ დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების და ინიციატივების პრეზენტაცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები