ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი “HMS ECHO” შემოვიდა  

ბათუმის პორტში დღეს ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი “HMS ECHO” შემოვიდა. საქართველოსა და ბრიტანეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით მიმდინარეობს, მათ შორი პოლიტიკურ, თავდაცვის, ეკონომიკის და სხვა სფეროებში. აღნიშნული ვიზიტით, დიდი ბრიტანეთი  შავი ზღვის უსაფრთხოების მხარდაჭერას გამოხატავს.

“ბათუმი, ტრადიციულად, მასპინძლობს გემებს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან. ბრიტანეთი ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ ეტაპობრივად განვავითარეთ რეალური, მჭიდრო ურთიერთობები, რაც მეგობრობასა და საერთო ფასეულობებს ეფუძნება. ეს არის ერთ-ერთი გეგმიური ვიზიტი და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის დინამიკურ თანამშრომლობას”, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დახვედრის ცერემონიაზე.
ბრიტანული ხომალდის “HMS ECHO-ს” შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას უკავშირდება და  ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული წარმატებული და მრავლისმომცველი ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია.

ხომალდი “HMS ECHO” ბათუმს 30 დეკემბერს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები