სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, “ბახალა” საპატიმროს არ დატოვებს

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი იგივე “ბახალა”, უკვე მსჯავრდებულია სისხლის სამართლის სხვა საქმეზე, სადაც მას ნარკოტიკული საშუალებების შეძენისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. შესაბამისად, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, ის საპატიმროს არ დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული ირაკლი ქორიძე დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ირაკლი ქორიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 30 მარტს დააკავა. თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ნარკოტიკის შემოტანის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ქორიძეს ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. ამავე ბრალდებით დაკავებული გიორგი გიორგანაშვილი კი სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დღეს გაამართლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები