სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი უდანაშაულოდ ცნო

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. “ბახალას” საქმეზე მოსამართლემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
დასკვნით სხდომაზე მოსამართლეს ბრალდებულმა გიორგი გიორგანაშვილმა სიტყვით მიმართა.
“ბახალამ” საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდება აბსურდულია.
მსახიობს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის ჰქონდა წარდგენილი.
ამავე საქმეზე დაკავებული ირაკლი ქორიძე კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები