“ბახალა”: როგორ შეიძლება ვაღიარო ისეთი ქმედება, რომელიც არ ჩამიდენია

„წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ვაღიარო ისეთი ქმედება, რომელიც არ ჩამიდენია”, – ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანაში ბრალდებულმა მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა “ბახალამ” საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, იგი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
როგორც სასამართლო პროცესზე მსახიობმა განაცხადა, იგი სისტემას შეეწინააღმდეგა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება არ გააფორმა.
“ჩემ მიმართ წარმოდგენილი ბრალდება აბსურდულია და დაკავებისას არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ მქონია. ასე რომ არ იყოს, პროკურორის საპროცესო შეთანხმებას დავთანმდებოდი. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ვაღიარო ისეთი ქმედება, რომელიც არ ჩამიდენია. ასეთი უმორალო და წაშლილი ადამიანი არასდროს შემხვედრია… თითქოს, ჯაბა ხულორდავას ნარკოტიკული საშუალება გადავეცი, პოლიციის ვერსიაა. სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა, რათა გაფრთხილებად ვქცეულიყავი სხვებისთვის. იგივე ელის ყველას, ვინც სისტემას შეეწინააღმდეგება. მე ასე თუ ისე ვიტან ამ ყველაფერს, მაგრამ ოჯახის წევრებს რომ ვუყურებ, არ მინდა დავუშვა, რომ ჩემ მიმართ კიდევ რამე არაადეკვატური მოხდება”, – განაცხადა გიორგანაშვილმა.
ცნობისათვის, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისა და ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, ირაკლი ქორიძის საქმეზე შესაძლოა, გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები